თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს არ აინტერესებს რა მასალა გაიტანა პროკურატურამ მისი სამსახურიდან

პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. ინფორმაციას ამ თემაზე გაზეთი “კვირის პალიტრა” აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა – ის დოკუმენტების ნუსხაში ფიგურირებს, თუმცა კეთილმოწყობის სამსახურის არქივში არ არის.

“შესაძლოა, დასკვნა პროექტის შემსრულებელ კომპანიას ჰქონდეს ან საერთოდ არც არსებობდეს,”- წერს გაზეთი.

აქვე ლაპარაკია ე.წ. ახალი გზის სხვა პროექტებზე და ტენდერზე რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ჩაატარა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს არ აქვს ინფორმაცია რა დოკუმენტაცია გაიტანა მერიიდან პროკურატურამ. ავთანდილ სუდაძე აცხადებს, რომ მისი ინტერესის სფეროში ეს არ შედიოდა განსაკუთრებით სტიქიის პერიოდში.

თბილისის მერიის არქიტექტურულ სამსახურში ამბობენ, რომ თავად გეოლოგიური დასკვნა ნაპოვნი არ არის, თუმცა მიღება- ჩაბარების აქტის ჩამონათვალში გეოლოგიური დასკვნა წერია და შესაბამისად პროკურატურამ ეს მასალები გაიტანა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ლაგოდეხის გამგებელს უჩივის
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: თუ ბიძინა იტყვის ლავრენტი ბერიას და მჟავანაძესაც დაკითხავს პროკურატურა