“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”-გურიელიძე ზოოპარკში პროკურატურის წარმომადგენლების ვიზიტზე

ზოოპარკში პროკურატურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით საგამოძიებო უწყების რამდენიმე წარმომადგენელი ადმინისტრაციულ შენობაში ზოოპარკის რამდენიმე თანამშრომელს გაესაუბრა.

პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ღონისძიებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ზოოპარკის დირექტორი.

„ჩემთან საუბარი არ ყოფილა, მას შემდეგ მე არ ვყოფილვარ დაბარებული. დღეს ზოგი გასაუბრება იყო, ზოგი დაკითხვა, ძალიან კეთილგანწყობილი. იღებდნენ ინფორმაციას ზოოპარკის ცხოველების შესახებ,“ – აცხადებს გურიელიძე.

ინფორმაცია ამ გასაუბრების სამართლებრივი სტატუსის შესახებ არ ვრცელდება.

პარალელურად გრძელდება სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები ზოოპარკის ტერიტორიაზე. პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს სურსათის უვნებლობის სამსახურიც. როგორც მისი წარმომადგენელი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს დაღუპული ცხოველების განადგურება შესაბამისი წესით გრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება ავტომობილებს, რომელიც ტოვებს ზოოპარკის ტერიტორიას.

banner
წინა სტატიაშისერგო თეთრაძის მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში ხმაურის ფონზე წარიმართა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ლაგოდეხის გამგებელს უჩივის