“ნაციონალური მოძრაობა” ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის.
უმცირესობამ პარლამენტს განსახილველად “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდინა, რომელიც ასეთი ტიპის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციების შემცირებას და “სისხლის სამართლის კოდექსში” ცალკეული მუხლების საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების მიმართ ხორციელდება სასჯელების შემცირება. კერძოდ, ცალკეული დანაშაულებისათვის ხდება თავისუფლების აღკვეთის გაუქმება და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმების, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, ან თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება.
კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსიდან იმ მუხლების ამოღებას, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგი ქმედებებისთვის აწესებს: სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, ყალბი რეკლამა, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას, საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას.

banner
წინა სტატიაში“ამ მიმართულებით კონკრეტული არაფერი არ არის”- გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე
შემდეგი სტატია“ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას,” – თამაზ მეჭიაური ეროვნულ ბანკზე საუბრობს