“ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას,” – თამაზ მეჭიაური ეროვნულ ბანკზე საუბრობს

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი კვლავ ეროვნული ბანკის საქმიანობის შესწავლას გეგმავს და არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მიუხედავად ამ განწყობისა, თამაზ მეჭიაურმა პელანარულ სხდომაზე დღეს ეს საკითხი არ დააყენა და ჟურნალისტებთან მიზეზები განმარტა. როგორც მეჭიაური ამბობს, ჯერ ეს საკითხი მმართველ გუნდთან უნდა გაიაროს და საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბოს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მარტო ის რომ წყვეტდეს საკითხს, კომისიას აუცილებლად შექმნიდა.

“ასეთი თავგადაკლული ბრძოლა, რაც ეხება ეროვნულ ბანკს, იყოს დამალული გარდა ქადაგიძისა და მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალების, უკვე იწვევს სერიოზულ კითხვებს, რომ მთლად ისე არის საქმე, როგორც მათ უნდათ წარმოაჩინონ. ჩემზე რომ იყოს, მე შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

მეჭიაურის ინიციატივას, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ნაციონალური მოძრაობა ეხმაურება.

“ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავ შეიქმნას საგამოძიებო კომისია,” – აცხადებს გიგი წერეთელი.

დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობა მეჭიაურის ამ ინიციატივას დაყენების შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიამეტროს თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურეობის დანამატი აღდგება