“ამ მიმართულებით კონკრეტული არაფერი არ არის”- გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კარასინი-აბაშიძის დიალოგის ფორმატში, რუსეთის მხრიდან გამოითქვა ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რამდენად ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ტიპის მოლაპარაკებებში არ არის ჩართული.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის მხრიდან აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატში, გამოთქმული იქნა ინიციატივა, რომ გარკვეული გამარტივება მოხდეს. ვნახოთ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით კონკრეტული არაფერი არ არის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ჩვენი მხარის ინტერესებშია, ჰააგის სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეთნიკურად ქართველების წმენდა მოხდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ეკონომიკური დანაშაულების სფეროში სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის