ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უმასპინძლა.
ალიანსი შტაბბინაში გამართული მოლაპარაკების დროს იენს სტოლტენბერგმა და პაველ კლიმკინმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ვითარების ესკალაციის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება და რუსეთი პრო რუსი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.