ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს აორმაგებს.

ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს აორმაგებს.

ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ძალების რიცხვი 13 ათასიდან 30 ათასკაციან კონტიგენტამდე გაიზრდება.

სტოლტენბერგმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის ქმედებები გახდა, რამაც ევროპული უსაფრთხოების სისტემაში ცვლილებები მოითხოვა.

“რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო უსაფრთხოების წესები როდესაც უკრაინაში აგრესია წამოიწყო”, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატო ახალ გამოწვევებთან ადაპტირებას მოახდენს იმ მიზნით, რომ ალიანსის ყველა მოკავშირე საფრთხისაგან დაიცვას.

banner
წინა სტატიაშიბუკოვსკიზე საქმე ბავშვების ფოტოს გამო აღიძრა
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი იანოშ ჰერმანს შეხვდა