ბუკოვსკიზე საქმე ბავშვების ფოტოს გამო აღიძრა

ბრიტანეთის სამეფო პროკურატურა, რომელმაც რუსი დისიდენტის ვლადიმირ ბუკოვსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მას ბავშვების „უწესო“ ფოტოების შენახვაში სდებს ბრალს.
საქმეს კემბრიჯის საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.
„კატეგორიულად ვაცხადებ უარს რაიმე სახის ფოტოების ან ვიდეოს არსებობაზე. წლების მანძილზე არანაირ ბავშვებთან არანაირი ურთიერთობა არ ქონია. ეს შოკისმომგვრელი ბრალდება მაშინ, როცა ჩემი ჯანმრთელობა სრულიად გაუგებარ მდგომარეობაშია და არ ვიცი რა შანსი მაქვს გამოვჯანმრთელდე, ცხადია, მძიმეა ჩემთვის. ამის მიუხედავად, სრული ენერგიით ვაპირებ თავი დავიცდა აღნიშნული ბრალდებისგან“ – ნათქვამია ბუკოვსკის გამცხადებაში.
სასამართლო აღნიშნულ საკითხზე 5 მაისს გაიმართება.
72 წლის ბუკოვსკი 1976 წლიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. ის საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლში მთავარი პროკურორის არჩევის ახალ წესზე მსჯელობენ
შემდეგი სტატიანატო სწრაფი რეაგირების ძალებს აორმაგებს.