ნოდარ ჯავახიშვილი იანოშ ჰერმანს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ნოდარ ჯავახიშვილმა ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვენლობაზე ისაუბრა და იანოშ ჰერმანს აქამდე გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება იმ საბიუჯეტო დახმარებაზე გამახვილდა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდასაჭერად გამოუყოფს. საქმე ეხება 30 მილიონ ევროს, საიდანაც 8 მლნ ევროს, პირველი ტრანშის სახით, საქართველო 2015 წელს მიიღებს.

აღნიშნული პროგრამის მიზანია რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიანი რეგიონების განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა, რათა მოხდეს გამოწვევებთან ეფექტური გამკლავება.

banner
წინა სტატიაშინატო სწრაფი რეაგირების ძალებს აორმაგებს.
შემდეგი სტატია42 მილიონიანი ჯეკპოტი სათამაშო აპარატის შეცდომად აღიარეს