„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის მერია ვაუჩერების გაცემის ახალ წესზე მუშაობს. როგორც საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მთავრობა აპირებს კომუნალური დახმარება მოუხსნას ყველას, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც სოციალური შემოწმების შედეგად 70 ქულაზე ნაკლები მიიღეს.
„ჩვენი ინფორმაციით, შეტანილი იყო საკითხი კომუნალური სუბსიდირების დაფინანსების წესის თაობაზე. ეს საკითხი იმ ფორმით იყო წარმოდგენილი, რომ ეს კომუნალური დახმარება ესხნებოდა ყველას გარდა მათი, ვისაც 70 ქულაზე ნაკლები ექნებოდა“, – ამბობს უგრეხელიძე.