ზოოპარკის ტენდერთან დაკავშირებით სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ი/მ „ზაზა ვარდუაშვილი,“ ი/მ „ბექა ვარდუაშვილი“ და შპს „TUSA“-ს დირექტორი გიორგი ჩარგეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პიროვნებები, რომლებიც არიან ერთმანეთის ნათესავები, ააიპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი“- ს (ზოოპარკის) და  შსს „სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის“ გამოცხადებულ ტენდერებში,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით მონაწილეობდნენ,  შემდეგ  ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული სუბიექტი, რომელსაც ელექტრონულ ვაჭრობაში ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული,  განზრახ არ ახდენდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას და არ ცხადდებოდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, რის შედეგადაც, ტენდერში გამარჯვებული სუბიექტის დისკვალიფიკაცია ხორციელდებოდა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ, ხელშეკრულება ფორმდებოდა მათ მიერ შეთავაზებულ უფრო მაღალი ფასის წარმდგენ სუბიექტთან, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესები არსებითად ირღვეოდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
banner
წინა სტატიაშიმოსახლეობის უმრავლესობამ შესაძლოა კომუნალური ვაუჩერი ვეღარ მიიღოს – ენმ
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს სეტყვაა მოსალოდნელი