მინდია ჯანელიძე: სტიქიის შედეგად დაღუპული 15-ვე მოქალაქე იდენტიფიცირებულია

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპული 15-ვე მოქალაქე იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უცვლელი რჩება. სტიქიის შედეგად დაღუპულია 15 მოქალაქე. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. დაკარგულად ითვლება 7 მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში საძიებო სამუშაოები. დაშავებულები გადაყვანილები არიან თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები დღეს უფრო ნაკლებია, წინა დღეებში უფრო მეტი იყო სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვიანობა”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება გამოსცა
შემდეგი სტატიაგმირთა მოედანზე ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა ხვალისთვის გაიხსნება