„მინდა მივმართო მშობლებს, რომლებსაც თუშეთში ჰყავთ ბავშვები გამოშვებული, რომ არაფერზე ინერვიულონ“

არის ცალსახა პროვოკაცია. ეს არის დადგმული სპექტაკლი

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ ხვალ დღის ბოლომდე აღდგება.

ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც თავადაც ომალოში იმყოფება, აცხადებს, რომ თუშეთიდან ტურისტების გადმოსაყვანად გზის ერთ მონაკვეთზე საფეხმავლო გადასასვლელი გაკეთდება.

„ტექნიკს დღის ბოლომდე მოვა იმ ეტაპამდე, რომ დაახლოებით 150-200 მეტრი იქნება დარჩენილი, სადაც პრაქტიკულად გზა აღარ არის და გზა ხელახლა იქნება გასყვანი. ამ 150-200 მეტრზეც ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე საფეხმავლო გადმოსასვლელი გაკეთდეს, რომლის საშუალებითაც თუშთიდან ტურისტების გადმოყვანა იქნება შესაძლებელი და შემდეგ აქეთა მხარეს დავახვედროთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები. რაც შეეხება გზის აღდგენას, ვფიქრობთ, რომ ხვალ დღის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება გზის აღდგენა“, – განუცხადა გუბერნატორმა „რუსთავი 2“-ს.

ამასთან, იგი თუშეთში ჩარჩენილი მოზარდების მშობლებს მიმართავს, რომ მათ შვილებზე არ ინერვიულონ, რადგან ისინი უსაფრთხოდ არიან.

„მინდა მივმართო იმ მშობლებს, რომლებსაც აქ გამოშვებული ჰყავთ სტუდენტები, ბავშვები დასასვენებლად, რომ არ ინერვიულონ არაფერზე. ადგილზე არის საკმაოდ ბევრი საკვები პროდუქტი და არაფერი არ სჭირთ“, – აღნიშნა შიოლაშვილმა.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში 21 აგვისტოს, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რამოდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშიინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს გადმოასვენებენ
შემდეგი სტატიალენტეხის რაიონში სტიქიას ებრძვიან