“მიზეზს ვხედავ გაურკვევლობაში, რომლითაც მავანი და მავანი სარგებლობს” – ზურაბ ტყემალაძე ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. ზურაბ ტყემალაძის თქმით, სიტუაცია ხელოვნურად არის მართული.

ზურაბ ტყემალაძეს იმედი აქქვს, რომ მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტი ვეტოს დაძლევს, მდგომარეობა შეიცვლება.

“ოფიციალური კურსი ნაკლებია, ეს კომერციულმა ბანკებმა თავინათი კურსი დაადგინეს, თუმცა ეს არ მიმაჩნია, რომ სწორი ქმედება იყოს. კანონპროექტი რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი როგორც შეიკრიბება ვეტო დაიძლევა, მიზეზს ვხედავ ამ გაურკვევლობაში, რომლითაც მავანი და მავანი სარგებლობს,”-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხაიში-ჭუბერის გზაზე მოსახლეობა აქციას მართავს (ფოტო)
შემდეგი სტატია“ენგურჰესზე” ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების მორიგი შეხვედრა გაიმართა