ხაიში-ჭუბერის გზაზე ამ წუთებში ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილი მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან სავალი გზის შეკეთებას მოითხოვს, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს.
გარდა ამისა, მოსახლეობა სამუშაო ადგილების შექმნას და სამედიცინო მანქანების შემოყვანას მოითხოვს. აქციას მიმდიბარე სოფლების მოსახლეობაც შეუერთდა. მათ ცენტრალური გზა გადაკეტეს, რის გამოც ტურისტებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ. მოსახლოება მათი პრობლემების დროულად აღმოფხვრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განცხადებით საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.