,, მე NDI -ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარი”

მე, NDI -ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარი, მათ კვლევას მე კვლევად არ მივიჩნევ- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“NDI არის საპატივცემულო ორგანიზაცია ჩემთვის, ისევე როგორც IRI. მათ ბევრი პროექტი განახორციელეს და დააფინანსეს საქართველოში და იმედი მაქვს გააგრელებენ. შესაბამისად, მე ერთი საეჭვო სიტყვაც არ მომიბრუნდება ამ ორგანიზაციის მიმართ. NDI -ის შემთხვევაში ამ კვლევებს აწარმოებს თურმანიძე, რომელიც დაფუძნებულია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და IRI-ის ცქიტიშვილი, ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მე NDI -ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარი, რაც ელანდებოდათ ის ესიზმრებოდათ. NDI -ის მე უდიდესი პატივისცემით მოვიხსენიებ, დღესაც მათ აქვთ უდიდესი გამოცდილება. ეს კვლევები მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, დარჩა ამ რანგში და მე არ ვეძახი ამ კვლევებს კვლევებს. ეს არის თურმანიძის კვლევები შეთანხმებული და შეთავსებული “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ეს არის მათი სიზმარი, რაც აქ დაიდო და არაფერი საერთო არ აქვს სინამდვილესთან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის თქმით მისი გუნდიდან ნახევარი საპარალმენტო მუშაობისთვის მზად არ არის
შემდეგი სტატია,,ვთქვი, რომ 60 ახალი საწარმო უნდა აშენდეს, დილით გადავამოწმე და 139 ახალი საწარმო აშენებულა”