,,ვთქვი, რომ 60 ახალი საწარმო უნდა აშენდეს, დილით გადავამოწმე და 139 ახალი საწარმო აშენებულა”

ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის მთავარი მიღწევა სწორი საფუძვლების დაფუძნებაა.

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში “ქრონიკასთან” ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს და არსებული ვითარება, სწორად გააანალიზოს.

“საოცარი წინსვლა იყო ჯანდაცვაში. ხალხი საავადმყოფოში ვერ მიდიოდა. სახლ-კარს ყიდდა და ღარიბდებოდა. სოფლის მეურნეობა, რომელიც იყო ჩვენი პრიორიტეტები. ოდესღაც ვთქვი, რომ 60 ახალი საწარმო უნდა აშენდეს. დილით გადავამოწმე და 139 ახალი საწარმო აშენებულა და საარჩევნო წელი ჯერ არ დასრულებულა. 700-მდე მცირე და საშუალო საწარმო გარემონტდა. დარჩენილ ერთ წელიწადში ეს რიცხვი შესაძლოა 180-მდე ავიდეს. 2012 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობაზე 51 მლნ დოლარი ჰქონდათ გამოყოფილი. მილიარზე მეტი დაიხარჯა 2 წელიწადნახევარში ამ მიმართულებით. 90 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პრობლემა დღეს არის ის კი არა, რომ რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ სამოქალაქო დაპირისპირებაზე, არამედ ის, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ მაქსიმუმი კეთდება იმის, რისი გაკეთებაც იყო რეალურად შესაძლებელი. არც ისე უნდა იყოს, რომ დღეს შვეიცარია მოგვინდეს 2 წელიწადში.

რაც მთავარია, ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩაჯდა. კერძო საკუთრებაა დაცული. ბიზნესში ფავორიტი არავინ არ არის. ყველა საჯარო მოხელის ვალდებულებაა ლობირება გაუწიოს ნებისმიერი სახის ბიზნესს და ჯიბეში არ ჩაუძვრეს. სწორი საფუძველი დაფუძნდა იმისა, რის ხარჯზეც აშენდა განვითარებული ევროპა და ამერიკამ მიაღწია წარმატებას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,, მე NDI -ის ამ ბოლო კვლევას დავარქვი “ნაციონალური მოძრაობის” სიზმარი”
შემდეგი სტატია,,ხელისუფლებამ სამწუხაროდ ხელები დაიბანა სამართლიანობის აღდგენაზე”