მე არ მყავდა 2-3 კანდიდატურა განსახილველი, რადგან ნათლად ჩამოვყალიბდი ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე–გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვა

მე არ მყავდა 2-3 კანდიდატურა განსახილველი, რადგან ნათლად ჩამოვყალიბდი ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზეუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში “ქართულ ოცნებაში” იყო სირთულეები და ამას ვერ გავექცევით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” გარდა, შერჩეულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით კრიტიკა არავის გამოუთქვამს.
დავით საგანელიძემ სთხოვა, რომ თუ ეყოლებოდა 2-3 კანდიდატი, უმრავლესობისთვის მიეცა ერთი კანდიდატის შერჩევის შესაძლებლობა.

“დავით საგანელიძემ მთხოვა, რომ თუ მეყოლებოდა 2-3 კანდიდატი, მათთვის მიმეცა შესაძლებლობა ამ პროცესში ჩართვაში. მის თხოვნაში რაიმე ზღვარს გადასვლა არ ყოფილა. მე არ მყავდა 2-3 კანდიდატურა განსახილველი, რადგან ნათლად ჩამოვყალიბდი ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე. შესაბამისად, მე ამ თხოვნას არ დავყევი. მე მაშინ უარი უნდა მეთქვა ჩემს მკაფიო არჩევანზე. ჩემი არჩევანი იყო აბსოლუტურად ნათელი. 2-3 კანდიდატურის დასახელება პარლამენტში წარსადგენად, ჩემი მხრიდან თვალთმაქცობა იქნებოდა, რადგან ნათლად გამოვყავი ნინო გვენეტაძე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი ასევე გამორიცხავს, რომ პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. “გამოვრიცხავ ამ ვარიანტს. თუ ჩვენ შევთანხმდით კრიტერიუმებზე და თუ მე წარმოგიდგენთ ამ კრიტერიუმებით უზადო კანდიდატს, როგორი არგუმენტით შეიძლება კანდიდატი ვერ გავიდეს პარლამენტში?!”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება გვენეტაძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ეს შენიშვნები თითიდან გამოწოვილია. “პირველი რეაქცია ბატონი რატიანისგან მოვისმინეთ ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით, რომელიც მის კომპეტენციასა და განათლებაზე საუბრობდა. ნინო გვენეტაძე არის პროფესორი, დოქტორი, სამართლის აღიარებული სპეციალისტი, 20-მდე მონოგრაფიის ავტორი, ევროსაბჭოს აღიარებული ექსპერტი სხვადასხვა დარგში სამართალდამცოდნეობის და “მაქს პლანკის” ინსტიტუტის მკვლევარი. მაქს პლანკის სიდიდეს მე ვაღიარებ და ვინც განათლების სისტემაში ყოფია, ეს უნდა იცოდეს, რას ნიშნავს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

giorgi-margvelashvili

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა გადახედოს საკუთარი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის არქივს და უნდა ნახოს თუ როგორი აღტაცებით წარადგინა სააკაშვილმა შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში გვენეტაძე მოსამართლედ.
“ქალბატონი ნინო მიხეილ სააკაშვილმა და ლადო ჭანტურიამ წარადგინეს მოსამართლედ და იმდროინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოსამართლედ. სააკაშვილი ამ დროს იწერდა ქულებს, რომ ებრძოდა კორუფციას. მაშინდელი სააკაშვილი ახსოვს საზოგადოებას დადებითად და მაშინდელ სააკაშვილს დასჭირდა გვენეტაძისნაირი თანამოაზრე იმისთვის, რომ კორუფცია დაემარცხებინა. მაშინ კარგი იყო ნინო გვენეტაძე, რადგან იცოდა სააკაშვილმა რომ ასეთ პრინციპულს სხვას ვერ იპოვიდა?! “ნაციონალურ მოძრაობას” მინდა ვთხოვო, თავისი ლიდერის არქივს გადახედონ და ნახონ თუ როგორი ემოციით და აღტაცებით ამყარებს იმედებს სააკაშვილი მასზე. ქალბატონი ნინო მაშინაც კორუფციას ებრძოდა და შემდეგ სააკაშვილის პერიოდშიც”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, გაჟღერდა თემა იმის თაობაზე, რომ ნინო გვენეტაძემ არ მიიღო მტკიცებულებად უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები. “ეს იყო 2003 წელი. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, განსაკუთრებით ვენდო ნინო გვენეტაძეს. 2003 წელს რომ მან არ მიიღო მტკიცებულებად უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, ეს რომ მხედველობაში მიეღო მთელ საზოგადოებას, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა 27 000 ფარული ჩანაწერი. ეს 9-წლიანი წარსული არ გვექნებოდა, ამ ღირებულებებზე რომ მდგარიყვნენ პოლიტიკოსები და მთელი საზოგადოება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით–გიორგი მარგველაშვილი

რაც შეეხება პოლიტიკურ მოღვაწეობას, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნინო გვენეტაძემ ბოლო წლებში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და “რესპუბლიკური პარტია” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. “ბევრი ვიცი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებულ პარტიას თუ კოალიციას უერთდებიან ადამიანები. მე მგონი ერთადერთი შემთხვევაა ქვეყნის ბოლო წლებიდან, როდესაც ქალბატონი ნინო იყო 2008-2012 წლებში “რესპუბლიკური პარტიის” წევრი და პოლიტიკურად ცდილობდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია სირთულეებისთვის, რაც იყო სახელმწიფოში. მოვიდა თუ არა “რესპუბლიკური პარტია” სათავეში, მაშინვე დატოვა თავისი პოსტი. ეს არის პლუსი. თითიდან გამოწოვილი შენიშვნები და ეს შენიშვნები პირიქით, მის დადებით მხარეზე მიუთითებს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი “აბსოლუტურად უუნარო–ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაევროპული და ევროატლანტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს