ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობსევროპული და ევროატლანტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აბაშიძე-კარასინის ფორმატს. მისი თქმით, ეს ფორმატი არ უნდა შევიწროვდეს, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებში უნდა იყოს გარკვეული თუ ვინ სად, რა თემაზე საუბრობს და ვის სად რა თემაზე აქვს საუბრის მანდატი.

“კარასინ-აბაშიძის ფორმატში უნდა იყოს ის საკითხები, რომლებიც არის შედარებით კარგი ფონის, კარგი გარემოს შემქმნელი. არა მარტო ქართველებმა და რუსებმა ერთმანეთს, არამედ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ არის თემები, რაზეც არის შეხების წერტილები და გავამრავლოთ ასეთი შეხების წერტილები. მე არანაირად არ მიმაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა შევიწროვდეს, მაგრამ თუ ისინი ლაპარაკობენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მოველით მათგან ამ ურთიერთობებზე საკითხების კომენტირებას”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე არ მყავდა 2-3 კანდიდატურა განსახილველი, რადგან ნათლად ჩამოვყალიბდი ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე–გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაამ სტადიას მეოთხე საფეხურის სიმსივნე ჰქვია-შალვა ნათელაშვილი