ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრის რისკი არსებობს. ამის შესახებ “ბიბისის” ცნობით, მეცნიერები იტყობინებიან. ახალი კვლევის მიხედვით, აპრილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ნეპალის დასავლეთით ინდოეთის სასაზღვრო რეგიონში მიწისქვეშა ბიძგები განმეორების საშიშროება არსებობს. კვლევის ავტორების თქმით, აღნიშნულ ადგილას საჭიროა კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის ჩატარება.
“ეს არის ადგილი, რომელსაც განსაკუთებული ყურადღება ესაჭიროება. თუ დღეს აქ მიწისძვრა მოხდება, ეს იქნება სერიოზული კატასტროფა, ვინაიდან აქ საკმაოდ მჭიდრო დასახლებებია. ვსაუბრობ როგორც დასავლეთ ნეპალზე, ასევე ჩრდილოეთ ინდოეთზეც”, – აღნიშნა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟან-ფილიპ ავუკმა. თითქმის 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში აპრილში მოხდა, შედეგად 9 000-მდე ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათასობით ადამიანი კი დაშავდა და უსახლკაროდ დარჩა