“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა 2008 წელს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მას ემუქრება საქართველოსთვის არის საფრთხე და არა მონაპოვარი, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, რათა მოსკოვთან ურთიერთობაში ქართული მხარის მონაპოვარს გაუფრთხილდეს.
დავით ბაქრაძე წუხს, რომ ხელისუფლება ცდილობს მონაპოვრად და მიღწევად წარმოაჩინოს ის, რაც სინამდვილეში საფრთხეს უქმნის საქართველოს.
“ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ჩვენი თავისუფლება და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ თავისუფლებას ემუქრება, საქართველოსთვის არის საფრთხე და არა მონაპოვარი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის და საკუთარი დაპირებების მძევლობის გამო, ხელისუფლებამ მონაპოვრად და მიღწევად წარმოაჩინოს ის, რაც სინამდვილეში საფრთხეს უქმნის საქართველოს და მის მომავალს. ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიების მიღება, რაც მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირთან და ნატო-ში გაწევრიანებით და რაც ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული რომელიმე სხვა ქვეყანასთან და პირველ რიგში ოკუპანტ რუსეთთან რაიმე სახის ურთიერთობებით ან დათმობებით”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ “როსპოტრებნაზორის” განცხადებაზე – საქართველოსთვის ემბარგოს შესაძლო დაწესებაზე, საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციებთან მიერთების გამო, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი წინააღმდეგია, საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
“პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიცია არის შემდეგი, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს რუსეთის მიერ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა გასულ წელს და გვაქვს იგივე პოზიცია ახლაც. არ ვაპირებთ ამ პოზიციის შეცვლას, 15 სანქციიდან ერთადერთი სანქცია, რომელსაც შეუერთდა საქართველოს გასულ წელს შეეხებოდა მხოლოდ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს. მოგეხსენებათ ჩვენ იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს პრობლემა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ჩვენ იგივეს ვითხოვთ დანარჩენი სახელმწიფოებისგან. ჩვენი არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. სხვა სანქციებზე გვქონდა მსჯელობა მთავრობის შიგნით გასულ წელს და გადავწყვიტეთ, რომ არ ვაპირებთ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხლდებით იმ მონაპოვარს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის სახით.
“წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგი, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გზით შევძელით ბაზრის ხელახლა გახსნა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ასე რომ, მე ვფიქრობ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ახალ სანქციებზე მიერთება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე თუ თავის დროზე 2014 წელს რატომ არ გახდა ცნობილი საქართველოს მიერ ევროკავშირის კონკრეტულ სანქციაზე მიერთების თაობაზე, პრემიერი აცხადებს, რომ არ იცის.
“როგორც ჩანს, არც მედია დაინტერესდა, არც რუსული მედია. მე ვფიქრობ, ეს აჟიოტაჟი ძალიან ხელოვნურად არის აგორებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ჩვენი ინტერესი კი არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემაც რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო. მაგრამ დანარჩენ საკითებში მივყვებით თანმიმდევრულად და გვაქვს აბსოლუტურად კეთილმეზობლური ურთიერთობები და მიდგომები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს
შემდეგი სტატიამეცნიერების მოსაზრებით, ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრის რისკი არსებობს