მდინარე მტკვარში სამი ახალგაზრდა დაიხრჩო

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

უბედური შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში მოხდა. მდინარეში საბანაოდ ჩასული 6 ახალგაზრდიდან,, სამი მათგანი წყლის დინებამ გაიტაცა.

მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა სამივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპულთა შორის და–ძმა და კიდევ ერთი გოგონაა. მათი ასაკი 19, 20 და 22 წელია.

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრული დაშავდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება