მაშველებმა გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილები იპოვეს

"თაიმერის"ფოტორეპორტაჟი–აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულიამაშველებმა დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რადგან ცხედრები დამწვარია. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულებს, ასეთი სულ 5 ადამიანია, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის არის ერთი მეხანძრე, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნება და მაშველი, რომელმაც კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო.

banner
წინა სტატიაში7 თვეში დაკავებული 20 საჯარო მოხელე და ქრთამის აღების 103 პროცენტით გაზრდილი სტატისტიკა
შემდეგი სტატიალაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება