ლაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება

ლაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება

fekali.jpgiiiლაგოდეხში სარწყავ არხს უერთდება ფეკალური მასა და პირდაპირ მიედინება მინდვრებში, სადაც მოსახლეობას ვენახები აქვს გაშენებული და სიმინდი მოჰყავს.

ფოტოები, რომელიც ჟურნალისტმა ლალაი ხუბულავამ მოგვაწოდა, ნათლად ასახავს გარემოს დაბინძურების ფაქტს, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

“არხში ფეკალური მასები მოედინება, საშინელი სუნიც დგას. იქ, მოსახლეობა ცხოვრობს,: – ამბობენ ლაგოდეხელები და შესაბამისი უწყებებისგან ზომების გატარებას ითხოვენ. ამას ემატება ისიც, რომ ამ სარწყევ წყლების გამო სახელმწიფო მოსახლეობისგან თანხების გადახდას ითხოვს, მათ შორის, შარშანდელი გადასახადების.

რწყვის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ წტალმომხმარებელს, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ჩვენი კომპანიის მომსახურებით, ფროულად შეავსონ სამელიორაციო მომსახურების გაწევის განაცხადი. აქვე შეგახსენებთ, რომ სამელიორაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობა აღნიშნული განაცხადის რეგისტრაციის გარეშე ითვალისწინებს სანქციებს ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მე-4 მუხლით.

ლაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება “საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის” სამელიორაციო მომსახურეობის ტარიფებია: საირიგაციო მომსახურება – 75 ლარი წლის განმავლობაში განაცხადში მითითებული სიხშირით 1 ჰექტარ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მისარებად. საირიგაციო მომსახურებ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – 45 ლარი წლის განმავლობაში განაცხადში მითითებული სიხშირით 1 ჰექტარ მიწის ფართობზე სარწყავ წყლის მისაღებად.სადრენაჟე მომსახურება – 40 ლარი წელიწადში 1 ჰექტარ მიწის ფართობზე.” თუმცა ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. ადგილობრივების თქმით, ფეკალური მასების გამო, მინდორში სიმინდზე მაღალი პრასი იზრდება…

ლაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება

“პრობლემა იმაშია, რომ არ არის მოწესრიგებული სამელიორაციო სტრუქტურა, ფეკალურ მასასთან ერთად, სარწყავი არხი მიედინება სიმინდის მინდვრებში და ვენახებში.საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია მომხმარებელს ავალდებულებს თანხის გადახდას გაურკვეველი მუხლის თანახმად (ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მე-4 მუხლი), ამავე დროს, საშიელი დაბინძურებული გარემო, სუნი, მოუწესრიგებელი სისტემა. შეწუხებულია აღნიშნულით მოსახლეობა და ითხოვენ სინამდვილეში ეხებათ თუ არა ამ ვითარებაში გადასახადის გადახდა.”

ლაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მოსახლეობას, წლების განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა.

ჟურნალისტი ლალი ხუბულავა

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილები იპოვეს
შემდეგი სტატიასამძებრო ოპერაცია ტობარვარჩხილის ტბასთან დილიდან განახლდება