7 თვეში დაკავებული 20 საჯარო მოხელე და ქრთამის აღების 103 პროცენტით გაზრდილი სტატისტიკა

7 თვეში დაკავებული 20 საჯარო მოხელე და ქრთამის აღების 103 პროცენტით გაზრდილი სტატისტიკა

7 თვეში დაკავებული 20 საჯარო მოხელე და ქრთამის აღების 103 პროცენტით გაზრდილი სტატისტიკა2015 წლის იანვარ-ივნისში, გასულ წელთან შედარებით ქრთამის აღების ფაქტები 103.13%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში  65 საქმე აღიძრა, საიდანაც 31 საქმე გაიხსნა, – შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქრთამის აღების მუხლით გამოძიება 32 შემთხვევაში დაიწყო და 13 საქმე გაიხსნა.

ფინანსთა სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კი წელს ქრთამის აღების ფაქტზე 20 საჯარო მოხელე დააკავეს. ფაქტების უმეტესობა კი რაიონებში მოხდა.

24-01-2015

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის თემქის უბნის სამსახურის ყოფილი უფროსი კახა როსტიაშვილი დააკავეს.

30-01-2015

ქრთამის აღების ფაქტზე, „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს სიღნაღი-დედოფლისწყაროს სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავეს.

31-01-2015

ქრთამის აღების ფაქტზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორი, დათო დობორჯგინიძე და ამავე ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ზურაბ ჩხაიძე დააკავეს.

09-02-2015

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეჟან თოდუა დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 3 000 აშშ დოლარი.

24-02-2015

ქრთამის აღების ფაქტზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ჯონი ხეცურიანი და მოქალაქე მამუკა გასვიანი დააკავა.

10-03-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა 4 000 ლარი.

05-04-2015

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გიორგი შერმადინი დააკავეს.

09-04-2015

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლები დავით ქალიაშვილი და ნიკოლოზ ვეკუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

21-04-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი, გივი ლუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

24-04-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომელი, რევაზ კურტანიძე დააკავა.

02-05-2015

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი, ზვიად ლოლაძე დააკავეს.

03-05-2015

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, გიორგი ჩომახაშვილი დააკავა.

25-06-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი, პაატა მახარაძე და ავთანდილ ქვარიანი დააკავა.

2606-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი, ნუგზარ ციბაძე დააკავა.

02-07-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, ნიკოლოზ გელაშვილი დააკავა.

01-07-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს.

06-07-2015

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური“- ს უფროსი, ილიკო გირგვლიანი და ამავე სამსახურის სპეციალისტი, აკაკი სელიმაშვილი დააკავა.

09-07-2015

ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი, თამარ მჭედლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

16-07-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დეპუტატი შაირ საფაროვი დააკავა.

31-07-2015

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ არეშფერანში, ვლადიმერ ბესთაევი დააკავა.

რაიონებში არსებული პრობლემების შესახებ საუბარი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც მთავრობამ საბიუჯეტო პარამეტრების გადახედვა გადაწყვიტა. მაშინ გაჟღერდა, რომ რაიონები გამოყოფილი თანხების ათვისებას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ.

“გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებლები არიან, მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან. დაუნდობელი ვიქნებით კორუფციასთან”, – ეს განცხადება პრემიერმინისტრს ეკუთვნის. თუმცა მიუხედავად ამისა, სტატისტიკა განსხვავებულ ფაქტზე მეტყველებს.

წყარო:ipress.ge

banner
წინა სტატიაშინემცოვის ქალიშვილი საკუთარ პრემიას უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯავს
შემდეგი სტატიამაშველებმა გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილები იპოვეს