მაშველები ტობა-ვარჩხილზე გიორგი მუჩიაშვილს ეძებენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20 კაციანი მაშველთა ჯგუფი, საასზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, ტობა-ვარჩხილის მიმდებარე ტერიტორიისკენ გაემგზავრა.

სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. მაშველები 33 წლის გიორგი მუჩიაშვილს ეძებენ.

ამასთან, მაშველებმა ონში, სოფელ ღებში სამძებრო სამუშაოების შედეგად მდინარეში დამხრჩვალი 13 წლის ნიკოლოზ კ-ს გვამი იპოვეს. ადგილზე მუშაობდა ადგილობრივი სამაშველო სამსახური.

banner
წინა სტატიაში“რქაწითელსა” და “კახურ მწვანეზე” 35 თეთრი, “საფერავზე” კი, 15 თეთრი სუბსიდია გაიცემა
შემდეგი სტატიასაწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა