მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პარტიებს შორის კონსენსუნსის მიღწევა შესაძლებელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის აზრით, მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პარტიებს შორის კონსენსუნსის მიღწევა შესაძლებელია.
“მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიებს შიგნით კონსენსუსის მიღწევა შეიძლება. არასაპარლამენტო ოპოზიციამაც, პარლამენტის შიგნით არსებულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმაც დააფიქსირეს ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ შეიცვალოს ის ფორმულირება, რაც უკავშირდება მაჟორიტარული და პროპორციული მანდატებით არჩევის წესს. ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ პროპორციულთან ერთად მანდატების გადანაწილება მოხდეს რეგიონულ პროპორციული სიებით, რაც ვფიქრობ, ბევრი პარტიისთვის არის მისაღები”, – განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე აზრით, თუ რომელიმე საკითხს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში უწერია სწრაფად მიღება, არის სწორედ ეს საკითხი.
“რადგან ამ საკითხზე პარტიებს შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება და რეალურად, ყველა პოლიტიკური ძალა ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას ემხრობა”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა
შემდეგი სტატიასაქართველოში კრიმინალი წელში გატეხა ავტორიტარული და ქარიზმატული სტილის ლიდერმა სააკაშვილმა