საქართველოში კრიმინალი წელში გატეხა ავტორიტარული და ქარიზმატული სტილის ლიდერმა სააკაშვილმა

საქართველოში კრიმინალი წელში გატეხა ავტორიტარული და ქარიზმატული სტილის ლიდერმა სააკაშვილმა

ვახტანგ რჩეულიშვილი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკლელობას ეხმაურება და ხელისუფლებას კრიმინალთან ბრძოლისკენ მოუწოდებს:

“წითელი ხაზი გადაკვეთილია. ბესო ხარძიანის შეკვეთილმა მკვლელობამ ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას: ან აქტიურად გაატაროს ანტიკრიმინალური ღონისძიებები, რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას განამტკიცებს, მაგრამ ამავდროულად ადამიანის უფლებების გარკვეულ შეზღუდვასთან იქნება დაკავშირებული (როგორც ტერორიზმთან ბრძოლის გამოცხადებას მოჰყვა დასავლეთში), ან წლობით, ნელ-ნელა აამაღლოს სამართალდამცავების კვალიფიკაცია ევროპულ დონემდე, სადაც პოლიცია მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშაც კი შეეჩვია ეფექტურ საქმიანოაბს. ამ არჩევანის გაკეთება ურთულესია: იტალიაში მაფია მოსპო დიქტატორმა მუსოლინიმ.

საქართველოში კრიმინალი წელში გატეხა ავტორიტარული და ქარიზმატული სტილის ლიდერმა სააკაშვილმა, ივანიშვილს კი გამოცხადებული აქვს ნელი, მაგრამ თანმიმდევრული ევროპიზაციის კურში, რომლის შედეგებს 15 წელიწადში დაინახავს (2030 წლამდე) საქართველო. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია: საზოგადოებამ პოლიტიკური არჩევანის საფაური თავად უნდა გაიღოს”- წერს რჩეულიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხარძიანს გუშინ საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს.

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პარტიებს შორის კონსენსუნსის მიღწევა შესაძლებელია
შემდეგი სტატიალეიბორისტმა მილიბანდმა კემერონთან ტელედებატები წააგო- დატოვებს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირს 2017 წელს?