“ლიტვის პრეზიდენტი ისევე ინტერესდება საქართველოს უსაფრთხოებით, როგორც საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი და ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დაინიუს კატილიუსი. ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ლიტვის პრეზიდენტი, ისევე, როგორც ლატვიის პრეზიდენტი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ნათლად აცხადებენ, რომ დგანან საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე. საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, პრაქტიკულად, იმავე ხარისხშია ამ ქვეყნებში აყვანილი, როგორც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ. ლიტვის პრეზიდენტი ზუსტად ისევე ინტერესდება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებით, როგორც საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში დაინტერსდებოდა, ეს თემა დღის წესრიგში რომ იდგეს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაპრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TCC–ის წარმომადგენლებს შეხვდა