ლევან ყიფინი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე რჩება. სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა პრემიერ-მინისტრს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართულ სპორტის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებმა სპორტის მინისტრის მუშაობა გააკრიტიკეს და საქმის კურსში ჩააყენეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძის ინფორმაციით, სასამართლომ მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი თანამდებობაზე აღადგინა
შემდეგი სტატიასააკაშვილმა ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსები მრჩევლებად მოიწვია