სააკაშვილმა ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსები მრჩევლებად მოიწვია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლებად ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსები მოიწვია.

მოწვეულთა შორის არიან შვედეთის ყოფილი საგარეო სამეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ელმარ ბროკი,  ლიტვის ექს-პრემიერი ანდრიუს კუბილიუსი, სლოვაკეთის ექს-პრემიერი მიკულაშ ზურინდა, ევროდეპუტატი  იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და ცნობილი შვედი ეკონომისტი ანდრეს ასლუნდი.

დასახელებულ პირთაგან უმეტესობამ უკვე დაადასტურა რომ ასეთი მოწვევა მიიღეს… თუმცა მათგან რამდენი დათანხმდება ამ საბჭოში მოღვაწეობას, უკრაინული მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფინი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
შემდეგი სტატიასაყდრისის მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის ახალ მუზეუმში გამოიფინება