ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა

სერგეი ლავროვის მორიგი მუქარა

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მ ოფიციალურად თქვა უარი რუსეთის წინადადებაზე სირიის საკითხთან დაკავშირებით კრიზისის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებზე, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო.
ასევე, ლავროვის თქმით, აშშ-ს წარმომადგენლებმა იმავე საკითხზე შეხვედრა დახურეს ვაშინგტონშიც.

“დღეს ოფიციალურად გვიპასუხეს… პასუხი იყო ასეთი, რომ დელეგაციის მოსკოვში გაგზავნა ვერ ხერხდება, ასევე ვერ ხერხდება დელეგაციის ვაშინგტონში მიღებაც” – განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის გარდა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის შესახებ დახმარებისთვის რუსეთისთვის არავის მიუმართავს. რამდენიმე დღის წინ ერაყის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათ ისლამისტურ დაჯგუფებასთან ბრძოლის შესახებ რუსეთს მიმართეს.
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანი ფრონტის შექმნა. მარტო ამერიკას ან მარტო რუსეთს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა არ გამოუვა შედეგიანი” – განაცხადა ლავროვმა.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი ვაშინგტონს სირიაში სიტუაციის დასარეგულირებლად შეხვედრას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: მთავრობავ, ქვეყნის კარგი არავის სწყინს და ცუდი არავის უხარია
შემდეგი სტატიაGoogle Street View-ს ვირტუალიზებას ახდენს