Google Street View-ს ვირტუალიზებას ახდენს

Google Street View-ს ვირტუალიზებას ახდენსკომპანია Google-ს სერვისი Street View უკვე სპეციალური მოწყობილობა Cardboard-ის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. ვარაუდობენ, რომ მუყაოს კონსტრუქცია, რომელსაც რამდენიმე სპაციალური ლინზა აქვს, ამ სეგმენტში სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სხვა კომპანიებს.
Google Cardboard ახლა 100-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, სპეციალური გვერდის ჩამოტვირთვამ კი თითქმის 15 მილიონს მიაღწია.
ამასთანავე, Google აღნიშნავს, რომ ისეთი სერთიფიცირებული მოწყობილობის პოპულარობა, როგორიც არის Mattel View-Master და Zeiss VR One GX დღითიდღე იზრდება. ისინი თავიანთი მუყაოს ანალოგისგან სტრუქტურით განსხვავდებიან და პლასტმასისგან არიან დამზადებული.

“სტრით ვიუ” (ქუჩის ხედი) მსოფლიოს ვირტუალური რეალობაა. გუგლს ინფორმაციის დიდი მოცულობა გააჩნია, რომელიც ახალ სერვისს მეტად დახვეწილს და საინტერესოს გახდის – ამბობენ ანალიტიკოსები.

Google Street View-ს ვირტუალიზებას ახდენს

Street View-უს Google Cardboard 3დ არ არის, მაგრამ მომხმარებელი ქუჩას 360 გრადუსით ნახავს, რაც ქალაქების და ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების ახალი საშუალება იქნება ვირტუალურ სამყაროში.

banner
წინა სტატიაშილავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: კომპანია “ჰუალინგი” საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს