ლადო სადღობელაშვილი არის სუსის ნომრიანი აგენტი

kukava

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს, რომ ლადო სადღობელაშვილი აგენტია.
კუკავა იმ დღეს იხსენებს, როდესაც პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის და ლადო სადღობელაშვილი პოლიციელებმა დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

“ეს ადამიანი პოლიციელებთან ერთად ეზოში სეირნობდა. გამომწვევად იქცეოდა. მას არ ეპყრობოდნენ ისე, როგორც პატიმარს. მე თუ ხელბორკილები დამადეს, როგორც ხულიგანს, ის თავისუფლად გადაადგილდებოდა. ეს ადამიანი არის სუსის ნომრიანი აგენტი. აგენტურა სუსს ჰყავდა და ჰყავს ბევრი. ასეთ ადამიანებს მედიაში და პოლიტიკაში საქმიანობა უნდა აეკრძალოთ,” – აცხადებს კახა კუკავა.

 

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასასამართლომ ექსპერტ ჩაჩუას მიმართ გამოტანილ განაჩენზე განცხადება გაავრცელა