“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” გაასაჯაროვა იმ პირთა სია, რომლებლბიც მხილებულნი არიან ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ განორციელებულ თავდასახმაში
აჭარაში
გიორგი თუშმანიშვილი – აჭარის მთავრობის პროტოკოლის თანამშრომელი, ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
მერაბ ღოღობერიძე – ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის სამსახურის უფროსის მოადგილე
ელგუჯა აგირბა – ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე.
ზუგდიდში
1. ლაშა გვასალია – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე;
2. მერაბ ქვარაია – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე;
3. თაზო ფაცაცია – ზუგდიდის მერიის თანამშრომელი;
4. გოგა ღადუა – საკრებულოს წევრი;
5. ალიკა ჭურღულია – საშველო სამსახურის თანამშრომელი;
6. მიხეილ ჯანაშია – გამგეობის თანამშრომელი;
7. ლევან ფაჟავა – (ჟურნალისტ ნანა ფაჟავას ძმა) გამგეობის ზედამხედველობის თანამშრომელი;
8. გიორგი პაჭკორია – მერიის თანამშრომელი;
9. პაატა ლაგვილავა – გუბერნიის პრესსამსახურის უფროსი;
10. გიგა ლუკავა – საკრებულოს თანამშრომელი;
11. თემურ თოდუა – რაიონის გამგეობის თანამშრომელი;
12. გიორგი ტიბუა – ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელი;
13. მანუჩარ მალანია – რაიონის კეთილმოწყობის სამსახური;
14. თამუნა ჯიქია – საკრებულოს თანამშრომელი;
15. მერი შენგელაია – გამგეობის უდიპლო წამყვანი სპეციალისტი;
16. მიშიკო ჯანაშია – საავადმყოფოს დაცვის სამსახურის უფროსი;
17. გიორგი ჯანაშია – გამგეობის თანამშრომელი;
18. თენგო აბულაძე – საკრებულოს სპეციალისტი;
19. სანდრო ციმინტია – საკრებულოს თანამშრომელი;
20. დავით კვაშილავა – გამგეობის სპეციალისტი;
21. მზიური კვარაცხელია – სოფ. ოფაჩხაფუს გამგებელი;
22. ბეჟან ჭურღულია – სოფელ უჩაშონის გამგებელი;
23. ლადო ქვარცხავა – სოფელ ახალსოფლის გამგებელი;
24. ლაშა გოგია – რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე;
25. ირაკლი ქოჩუა – ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე.
ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ყველა ეს ადამიანი რომელიც მონაწილეობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ თავასხმაში, ერთ შემთხვევაში პეტრე ზამბახიძის, მეორე შემთხვევაში ზუგდიდში, ყველა ეს ადამიანი დასაქმებულია სახელმწიფო სამსახურში.

დღეს ჩვენ უკვე წარმოგიდგინეთ თუ რა კავშირია პოლიცისასა და ლადო სადღობელაშვილს შორის და ამ ჩანაწერიდან რომელიც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროა ჩანს ძალიან კარგად რომ ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ ქმნის კრიმინალურ, ბანდიტურ დაჯგუფებებს და სათავეში უდგას იმ ყველაფერს რაც ხდება თბილისის და საქართველოს ქუჩებში, ეხლა წარმოგიდგინეთ მეორე ნაწილი გამგეობის თანამშრომლები, საკრებულოს თანამშრომლები , ზოგადად საჯარო მოხელეები რომლებიც ასევე ექვემდებარებიან ხელისუფლების ბრძანებას და სწორედ მათი დაკვეთით ახდენენ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმას და ზეწოლას. ეს ადამიანები რომლებიც ჩვენ ჩამოგითვალეთ მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში, ისინი იღებენ ხელფასებს და ძალიან დიდ პრემიებს, ჩვენი გადასახადებიდან, რომელსაც ჩვენ ვიხდით. და იმის ნაცვლად რომ ისინი ემსახურებოდნენ ხალხს და მათი პრობლემების გადაჭრას, რეალურად დაკავებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დაკვეთის შერულებით. ის რომ საჯარო მოხელეები მონაწილეობენ ასეთი თანდასხმაში მიუთითებს ერთადერთ მიმართულებას, რომ ჩვენს ხელისუფლებას აღარ ყავს არანაირი დასაყრდენი და ისინი სწორედ საჯარო მოხელეებს იყენებენ თავისი არაპატიოსანი ქმედებების განსახორციელებლად და ეს მიუთითებს კიდევ ერთ ფაქტზე, რომ ხელისუფლება რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას შექმნა ძალიან მძიმე ეკონომიური კრიზისი და გამოსავალი ამ ეტაპზე არსაიდან არ ჩანს, ეს ხელისუფლება ცდილობს რომ იყოს მუდმივი დაძაბულობა, ქაოსი და არეულობა ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი სხვაგვარად თვიანთ თანამდებობებს ვერ შეინარჩუნებენ. და ბოლოს მინდა გითხრათ რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპირებს და უკვე მომზადებული გვაქვს საჩივარი რომლითაც მივმართავთ მთავარ პროკურატურას და მთავარ პროკურორს და ჩვენ ვითხოვთ რომ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება ამ თავდასხმებთან დაკავშირებით და კონკრეტულად პასუხისგებაში მისცენ ის ადამიანები რომლებიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ თავდასხმაში მონაწილეობდნენ, ჩვენ ალბათ მოვისმენთ პრემიერ მინისტრიეს განცხადებას სავარაუდოდ ან ვინმე მაღალჩინოსნის, რომ დასჯიან ამ ინციდენტში მონაწილე პირებს, მაგრამ ჩვენ ვერ დავიჯერებთ ამ დაპირებებს, იმიტომ რომ დღემდე არაერთხელ ყოფილა მსგავსი ინციდენტები, მაგრამ არასდროს დასჯილი არავინ არ გვინახავს და ჩვენთვის ცხადია რომ ღარიბაშვილი და ივანიშვილი რომლებიც პირადად იძლევიან ასეთ დავალებებს და პირადად აორგანიზებენ ასეთ ჯგუფებს, ცხადია ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ვერ იმოქმედებენ.

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯინბამ თავისი პრემიერმინისტრი გადააყენა
შემდეგი სტატიალადო სადღობელაშვილი არის სუსის ნომრიანი აგენტი