კუმისში ხანძრის შედეგად დაზიანებული ელექტროენერგიის ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

განუკითხაობა ,,ენერგოპროს,, მხრიდან გრძელდება

კუმისში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ელექტროენერგიის ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. როგორც “თაიმერს” “ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს , ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც გამოიწვია “ენერგო–პრო ჯორჯიას” 125 აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. ქსელის დროულად აღდგენის მიზნით, “ენერგო–პრო ჯორჯიას” ტექნიკურმა სამსახურმა უკვე დაიწყო დაზიანებული ხის ბოძების დემონტაჟი და მათი ჩანაცვლება რკინაბეტონის დგარებით.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს დაზიანებული სადენების დემონტაჟიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, რათა დროულად მოახდინოს ხანძრით დაზარალებული უბნების რეაბილიტაცია. “რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ხვალ დღის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება აბონენტების ნაწილს კუმისში”, -აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, აღდგენით სამუშაოებთან ერთად, გრძელდება რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა მასალის მობილიზება და პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლაც.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ თემურ მაისურაძის ინფორმაციით, ზოგიერთი პარლამენტარი სხდომას საზამთროთი მოწამვლის გამო აცდენს
შემდეგი სტატიაბაგრატისა და გელათის მონასტრების საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის საკითხის გადაწყვეტა 2016 წლისთვის გადაიდო