“კომენტარისაგან თავს შევიკავებ”- ნინო გვენეტაძე გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებაზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის გამო გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებაზე კომენტარს არ აკეთებს.
“მე არ შემიძლია ამაზე კომენტარის გაკეთება. მე კომენტარისაგან თავს შევიკავებ”,- განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გუშინ, 11:00 საათზე დაანონსდა, რომლის მიხედვითაც, პლენუმს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა.
არსებული ინფორმაციით, მერაბ ტურავა მას შემდეგ მივიდა საავადმყოფოში, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ გრძელდება
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი: დღეს გიგი უგულავა დატყვევებული ადამიანია