გოკა გაბაშვილი: დღეს გიგი უგულავა დატყვევებული ადამიანია

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” მიერ შეყვანილმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ სასამართლოს სრული დისკრედიტაცია მოახდინა , – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
გაბაშვილის თქმით, “დღეს გიგი უგულავა არამხოლოდ პოლიტიკური პატიმარია, არამედ არის არააკონსტიტუციური გზით დატყვევებული ადამიანი – პოლიტიკური მძევალი”.
როგორც გაბაშვილმა სესიაზე განაცხადა, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე, რომელიც მის უკანონო, ანტიკონსტიტუციურ პატიმრობას შეეხება. გაბაშვილის თქმით, საქართველოში პირი შეიძლება მხოლოდ 9 თვე შეიძლება იყოს პატიმრობაში, ბრალის დამტკიცებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ყოველი მომდევნო დღე კი, ამ 9 თვის შემდეგ, არაკონსტიტუციური, უკანონო პატიმრობაა.
“საკონსტიტიციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა და სწორედ “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეყვანილი მოსამართლე ტურავა, რომელიც ცნობილია კორუფციის მფარველობით, კორუმპირებული წარსულით, აბსოლუტურად უღირსად მოიქცა და საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დისკრედიტაცია მოახდინა. ჩვენს თვალწინ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დეგრადირება მიმდინარებს”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, “საკონსტიტუციო სასამართლოს უკანონო პატიმრობის გამართლებაში ასეთი ფორმით ჩართვა, არის არამხოლოდ გიგი უგულავას, ოპოზიციის, საღი აზრის წინააღმდეგ მოქმედება და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, არამედ არის სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი”.

banner
წინა სტატიაში“კომენტარისაგან თავს შევიკავებ”- ნინო გვენეტაძე გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებაზე კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიაკახი კახიშვილი: ვიდეოპაემნის გადასახადი უქმდება