კობა სუბელიანი: ხელისუფლება მოსამართლე ურთმელიძეს ლეღვის ფოთოლივით იფარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული რეზოლუციის განხილვა, რომელიც ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდა, პარლამენტში დეპუტატებს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ ხელისუფლება იბრძვის და მისი დახურვისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

“სირაქლემას პოზაში ვერ ჩავდგებით, რეალურად ამ პროცესის მიღმა დგას ხელისუფლება. მოსამართლე ურთმელიძეს ლეღვის ფოთოლივით იფარებენ, რომელსაც დედას უჭერენ,”- განაცხადა დეპუტატმა კობა სუბელიანმა.

მმართველ გუნდში კი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირები კითხვის ნიშნები არ აქვთ და გასულ წლებს იხსენებენ.

“გაცილებით უფრო თვალსაჩინოა, როდესაც ტელევიზიაში შედის სპეცრაზმი, გაცილებით უფრო თვალსაჩინოა, როდეს ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს. ჩვემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სტანდარტი თავისუფალი სიტყვისა და მასმედიის,”- საპასუხოდ განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კარში ჯაბა კანკავას გოლი უეფამ საუკეთესო ათეულში შეიყვანა
შემდეგი სტატია,,როგორც მოკლეს ბადრი პატარკაციშვილი, ასე აპირებენ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც”