გერმანიის კარში ჯაბა კანკავას გოლი უეფამ საუკეთესო ათეულში შეიყვანა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გოლი ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში გერმანიის წინააღმდეგ, უეფას საუკეთესო ათეულში შევიდა.

უეფამ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 10 საუკეთესო გოლი გამოავლინა, რომელთა შორის, საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გოლიც მოხვდა.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ ასევე, ესპანელი ისკო ალარკონი, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო, უელსელი გარეტ ბეილი, ინგლისელი ჯეკ უილშირი, ლიხტენშტეინელი სანდრო ვისერი, სერბი ნემანია მატიჩი, პორტუგალიელი ჟოაო მუტინიო, თურქი ბილალ ქისა და შოტლანდიელი სტივენ ფლეტჩერი.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა
შემდეგი სტატიაკობა სუბელიანი: ხელისუფლება მოსამართლე ურთმელიძეს ლეღვის ფოთოლივით იფარებს