კოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

კოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. სხდომა, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს და მას ტრადიციულად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხება.
“მათ შორის საუბარი იქნება იმაზე, რომ გასულ კვირას პარლამენტი ვერ შეიკრიბა, რომ სხდომა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, განვიხილავთ იმას, თუ როგორ ჩატარდა EBRD-ის ღონისძიება, რას ველოდებით ამ კონფერენციიდან, ველოდებით რაიმეს საერთოდ თუ არა და ა.შ. საუბარი გაიმართება ასევე იმ ორი კომიტეტის საკითხზეც, რომლის თავმჯდომარის თანამდებობაც ვაკანტურია”, – განაცხადა ტყემალაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, იგეგმება თუ არა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, ტყემალაძის თქმით, “საუბარი ყველაფერზე იქნება”.

banner
წინა სტატიაშიდევიდ ლინჩი „ტვინ პიკსის“ გაგრძელებას გადაიღებს
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტს კანონმდებლები სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს მოუსმენენ