დევიდ ლინჩი „ტვინ პიკსის“ გაგრძელებას გადაიღებს

ამერიკელმა საკულტო რეჟისორმა დევიდ ლინჩმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს პოპულარული მისტიური სერიალის „ტვინ პიკსის“ გადაღებებს მიუხედავად მის მიერ აპრილში გაკეთებული განცხადებისა.
კინოკორპორაცია Showtime-ის ხელმძღვანელმა დევიდ ნევისმა განაცხადა, რომ ახლა სერიალის 9 საათის გადაღებას აპირებს და გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება.
აპრილის განცხადება პროექტის გაჩერებაზე ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული.
ამის შესახებ იმფორმაციის გავრცელების შემდეგ სერიალის ფანებმა თვითონ დაიწყეს მთავარ გმირზე ისტორიების შეთხზვა და გაგრძელება.
სოციალურ ქსელებში ასევე შეიქმნს სპეციალური გვერდი, სადაც მსურველებს სერიალის გადასაღებად თანხის გადარიცხვა შეეძლოთ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის მიერ სამხრეთ-კორეის ზღვაზე აქტიურობები აშშ-ს შეშფოთებას იწვევს
შემდეგი სტატიაკოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს