კიევი: გასულ კვირას მოკლულია 600 სეპარატისტი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით 17-დან 22 იანვრამდე დაახლოებით 600 შეიარაღებული სეპარატისტია მოკლული.
„17-22 იანვრის მანძილზე, დონეცკის და ლუგანსკის მხარეში 600 სეპაარტისტია მოკლული და 25 დაჭრილი“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გადამწყვეტი მოქმედებების და უკრაინელი სამხედროების პროფესიონალიზმის წყალობით მოწინააღმდეგის 14 ტანკი, 43 ბრონირებული მანქანა, 14 ერთეული „გრადი“ და „ურაგანი,“ 28 თვითმავალი არტილერიული მოწყობილობა, 19 ერთეული მანქანა განადგურებულ იქნა“.
ამასთანავე, სეპაარტისტების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკანასკნელი 8 დღის მანძილზე მოწინააღმდეგემ დაკარგა 61 ტანკი, 52 ბრონირებული მანქანა და 781 სამხედრო მოკლულ იქნა. ტყვეობაში კი 49 უკრაინელი სამხედრო ყავთ.
უკრაინელი სამხდროები სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს სესიაზე რუსეთის დელეგაციის საქნქციებს განიხილავს
შემდეგი სტატიაუინსტონ ჩერჩილის მოღვაწეობის შავი ლაქები