უინსტონ ჩერჩილის მოღვაწეობის შავი ლაქები

ბრიტანეთი უინსტონ ჩერჩილის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს აღნიშნავს. ბევრი მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკოსად მიიჩნევს. თუმცა არსებობს არა ერთი „შავი ლაქა“ ჩერჩილის მოღვაწეობაში, რომელსაც ისტორია დღემდე ვერ ივიწყებს. 2002 წელს ბრიტანელებმა ჩერჩილი ყველაზე გამოჩენილ ბრიტანელად დაასახელეს.

ბრიტანეთის საარქივო ცენტრის დირექტორის ალენ პეკვუდის თქმით „არსეობობს იმის საშიშროება, რომ ჩერჩილი თითქმის ღვთაებრივ სტატუსს შეიძენს, რაც არასწორია, რადგან ეს მას ადამიანურ თვისებებს ართმევს.“ – ამბობს ის – „ეს ძალიან რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანია, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე მუდმივად უმკლავდებოდა სირთულეებს.“
ჩერჩილი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე არა ერთ რთულ, ზოგჯერ საეჭვო სიტუაციაში აღმოჩენილა – წერს ბიბისი და აქვეყნებს ჩერჩილის მიერ დაშვებულ იმ შეცდომებს, რომელიც კაცობრიობას ჯერაც არ დავიწყებია.

10 ეპიზოდი ჩერჩილის ცხოვრებიდან, რომელიც დღემდე ისტორიკოსებში დავის საგნად რჩება

1. რასობრივი საკითხი
1937 წელს, როცა უინსტონ ჩერჩილი სამეფო კომისიას ჩვენებას აძლევდა პალესტინის საკითხებთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში მან თქვა: „მაგალითად, არ ვაღიარებ, რომ დიდი დანაკლისი მიადგათ ამერიკელ წითელკანიან ინდიელებს ან ავსტრალიის ძირძველ მოსახლეობას. არ ვაღიარებ, რომ ამ ადამიანებს ზიანი მიადგათ იმით, რომ უფრო ძლიერი რასა, უკეთესი რასა, უფრო ჭკვიანი რასა მოვიდა და მათი ადგილი დაიკავა.“
ჩერჩილს სჯეროდა რასობრივი იერარქიის. მისი აზრით, პროტესტანტი ქრისტიანები უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე კათოლიკები, ინდიელები კი – აფრიკელებზე მაღლა.

2. მომწამვლელი გაზი
ჩერჩილს აკრიტიკებენ ასევე ქურთების და ავღანელების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების მხარდაჭერის გამო.
1919 წელს, როცა ის სამხედრო სამინისტროში მუშაობდა, წერდა: „დაბეჯითებით ვარ არაცივილიზებული ტომების წინააღმდეგ მომწამვლელი გაზის გამოყენების მომხრე“.
ამ ციტატას ჩერჩილის კრიტიკოსები წამდაუწუმ იმეორებენ.
მისი ეს ჩანაწერი ასე გრძელდება: „მომხდარის მორალური შედეგები ისეთი პოზიტიური იქნება, რომ ცოცხალი ძალის დანაკარგი მინიმალური გამოჩნდება.“
ჩერჩილი გაზის გამოყენების მომხრე ოსმანეთის ომის დროსაც იყო (პირველი მსოფლიო ომი).
ამ პერიოდში ბევრი ქვეყანა იყენებდა მომწამვლელ გაზს.

3. ბენგალის შიმშილობა

1943 წელს ინდოეთში ბენგალის პროვინციაში საშინელი შიმშილობა იყო. როგორც ვარაუდობენ, ამ პერიოდში შიმშილობისგან 3 მილიონი ადამიანი მოკვდა.
მოქმედებამ თუ უმოქმედობამ ჩერჩილის წინააღმდეგ კრიტიკის დიდი ტალღა ააგორა.
„170 ათასი ტონა ავსტრალიური ხორბალი მოშიმშილე ინდოეთის გვერდის ავლით ბრიტანეთში წაიღეს. ამასთანავე, ეს ხორბალი განკუთვნილი იყო არა მოხმარებისთვის, არამედ შესანახად“ – წერს „ჩერჩილის საიდუმლო ომის“ ავტორი. ჩერჩილმა შიმშილობის მთავარ მიზეზად თვითონ ინდოელები დაასახელა, ისინი „მრავლდებიან როგორც კურდღლები“ – ამბობდა ის.
ამავე დროს, ინდოეთის შიმშილობაზე არტურ ჰერმანი, რომელიც „განდი და ჩერჩილის“ წიგნის ავტორია, ამბობს, რომ რომ არა ჩერჩილი, შიმშილობა უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებდა: „როგორც კი ჩერჩილმა მიიღო ინფორმაცია შიმშილობის შესახებ, მან ყველაფერი გააკეთა ხალხის დასახმარებლად“ – წერს ჰერმანი.

4. განდის კრიტიკა
ჩერჩილი განდისადმი უკიდურესად უარყოფითად იყო განწყობილი. „განგაშს და გულისრევის შეგრძნებას ტოვებს განდი, ეს წვრილმანი ბუნტისთავი ადვოკატი, რომლიც ნახევრადშიშველი ფაკირის როლში გამოდის და რომელიც ვიცე მეფის სასახლეებში დასეირნობს“ – 1931 წელს ასე წერდა ჩერჩილი თავის მოწინააღმდეგეზე.
„განდი არ უნდა გავანთავისუფლოთ იმის მიუხედავად, რომ შიმშილობით გვემუქრება და თუკი ის მოკვდება, ბრიტანეთის იმპერიის მტრისგან განვთავისუფლდებით“ – წერდა ჩერჩილი.
იმის გარდა, რომ ის განდის წინააღმდეგ გამოდიოდა, ნებისმიერი ფორმით ინდოეთის თვითგამორკვევის წინააღმდეგი იყო და არაფრით გამოირჩეოდა ტიპიური ვიქტორიანული იმპერიალისტისგან.
„ზოგჯერ იბადება შეკითხვა, 30-იანი წლების ბოლოს რატომ არ დაუჯერეს ჩერჩილს, როცა ის ჰიტლერთან დაკავშირებით აფრთხილებდა ქვეყნებს. იმიტომ, რომ მისი გაფრთხილება ზუსტად ისე ისმოდა, როგორც განდის წინააღმდეგ გაკეტებული განცხადებები“ – წერს ჩამპი, ჩერჩილის ბიოგრაფიის ერთ-ერთი მკვლევარი.

ანტისემიტიზმი
5. 2012 წელს, როცა იერუსალიმში ჩერჩილის ცენტრის გახსნას აპირებდნენ, ხელახლა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ჩერჩილი „ფარული ანტისემიტი იყო.“
თუმცა, ჩამპი ამბობს, რომ „ჩერჩილი ეჭვგარეშე სიონისტი იყო, რომელსაც სწამდა ებრაელი ხალხის უფლებების, მათი საკუთარი სახელმწიფოსი და იმისი, რომ ასეთი სახელმწიფო პალესტინის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო.“
ჩამპი, აგრძელებს რა თავის აზრს, წერს, რომ მიუხედავად ზემოთ თქმულისა, „ჩერჩილს ქონდა ყოფითი ანტისემიტიზმი, რომელიც მისი კლასისთვის იმ დროს ჩვეულებრივი დამახასიათებელი ნიშანი იყო.“

banner
წინა სტატიაშიკიევი: გასულ კვირას მოკლულია 600 სეპარატისტი
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის ცხედარი სოფელ ყარაფილაში გვიან ღამით გადაასვენეს