კახა კალაძე: დაველოდოთ IRI-ს ოფიციალურ მონაცემებს, მას კარგი ანალიზი დასჭირდება

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ვიცე პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საჭიროა IRI-ს ოფიციალურ მონაცემებს დაველოდოთ და კომენტარი მონაცემებზე მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდეს.
კალაძის თქმით, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება. ამის შესახებ კახა კალაძემ ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
“დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს. ამის შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება და შემდეგ შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 36%, “ნაციონალური მოძრაობა” 14%, “თავისუფალი დემოკრატები” 10%, “ლეიბორისტული პარტია” 6%, “დემოკრატიული მოძრაობა” 5%, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 5%.
გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
ამასთან, კვლევის შედეგების გამოქვეყნებას IRI 27 მარტისთვის გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
შემდეგი სტატია25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა