ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ესპანეთში 25 მარტიდან სამი დღის განმავლობაში გლოვის დღეები გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის მეთაურის მოადგილემ, სირაია საენსდე სანტამარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბარსელონა-დიუსელდორფის რეისის დაღუპულ მგაზვრებს შორის ესპანური გვარით 45 მგზავრი იყო. “ავიაკომპანია დაღუპულთა ეროვნული კუთვნილების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის”, – განაცხადა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილემ.
თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონადან გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიემგზავრებოდა, გუშინ, დღის პირველ ნახევარში საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ჩამოვარდა. ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიორი წლის თავზე ხელისუფლებამ ვერ ისწავლა პატივი სცეს საკუთარ ხალხს-ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: დაველოდოთ IRI-ს ოფიციალურ მონაცემებს, მას კარგი ანალიზი დასჭირდება