იყალთოში შვილმა მამა ცემით მოკლა

policia

76 წლის ჯიმშერ არსენიშვილი საკუთარმა შვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წარსულში ნასამართლევი შვილი ცალკე ცხოვრობდა, ის ხშირად იყო ნასვამ მდგომარეობაში და მამას ხშირად სტუმრობდა.

რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება, საქმე 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა