ლევან ბეჟაშვილი განცხადებას ავრცელებს

თაიმერი

თაიმერი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს დღეს საღამოს  ეწურება რიგგარეშე სხდომის მოწვევის ვადა. შესაბამისად, მომდევნო 48 საათის განმავლობაში პარლამენტი უფლებამოსილია თავად შეიკრიბოს. ამ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის პასუხისმგებლობა გადადის პარლამენტის თავმჯდომარეზე–აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი.

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა და მთავრობამ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც დღეს საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაა. ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობაზეა დღეს მთელი პასუხისმგებლობა, რამდენად გამოეხმაურებიან იმ საზოგადოებრივ წუხილებს, რომელიც არსებობს და აიღებენ ამ საკითხების განხილვის პასუხისმგებლობას.

banner
წინა სტატიაში,,პრორუსულსაც და პროდასავლურსაც ფესვებიანად ამოვთხრი,, ალექსანდრ ლუკაშენკო
შემდეგი სტატიაიყალთოში შვილმა მამა ცემით მოკლა