იუსტიციის სახლში მთავარი პროკურორის არჩევის ახალ წესზე მსჯელობენ

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება.
როგორც სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დღეს პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
“მე ვფიქრობ, რომ დღეს და ახლა უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები კონსტიტუციის ფარგლებში იმისთვის, რომ მთავარი პროკურორი ახალი წესით ავირჩიოთ რაც შეიძლება მალე და ამ არჩევაში ჩართული იყოს პარლამენტი, ასევე ჩართული იყოს ჩვენი საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი თუ აკადემიური წრეები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი სხდომა უკვე გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გარკვეული სამუშაო ვერსიები წარადგინეს.
როგორც დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფები უკვე კარგა ხანია ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ.
“იუსტიციის სამინისტროს მეთაურობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პრაქტიკულად, ყველა არის გაწევრიანებული ამ ჯგუფში, ვისაც ამ თემაზე ოდესმე უმუშავია, დაწყებული სახელმწიფო სტრუქტურებით, დამთავრებული სამოქალაქო საზოგადოებით. არანაირი პროექტი, კონცეფცია საბოლოო არ არის, რომელშიც
არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდეს, პირიქით, ეს სწორედ იმას ემსახურება რაც შეიძლება უფრო მეტად დაიხვეწოს. კონცეფიით ჩანს მიმართულება, დამოკიდებულება პროკურატურის დამოუკიდებლობასა და არაპოლიტიზირებულობისკენ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
სხდომას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ელჩი ნეპალში იმყოფება
შემდეგი სტატიაბუკოვსკიზე საქმე ბავშვების ფოტოს გამო აღიძრა