იტალია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას დაახლოებით ერთ თვეში მოახდენს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში იტალიის ელჩმა, კახა სიხარულიძემ ამბასადორიალის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით არანაირი სამუშაოების ჩატარება აღარ არის საჭირო, ვინაიდან იტალიის მთავრობამ პარლამენტში უკვე გადააგზავნა რატიფიცირებისთვის დოკუმენტი. კითხვაზე, თუ როდისთვის ელოდება ამ პროცესის დასრულებას, ელჩმა განმარტა, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში.